ფერადი შემოდგომა ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, რუსუდან პაპუნაშვილის შთამბეჭდავ ფოტონამუშევრებში
29-11-2021
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რუსუდან პაპუნაშვილი გამოწვევაში - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“ აქტიურად ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც უნიკალური ფოტონამუშევრები შექმნა და თანატოლებს გარემოს მშვენიერება საკუთარი ფოტოებით გაუზიარა. 

„შემოდგომამ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი იდეების განხორციელებისაკენ უბიძგა, რის საფუძველიც ჯანსაღი ადამიანური სურვილია, დატკბე გარემოს მშვენიერებით და შენი განცდები გაუზიარო თანატოლებს, თანამოქალაქეებს, უფროს მეგობრებს. ამ წამოწყების კვალდაკვალ გთავაზობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის, რუსუდან პაპუნაშვილის ფოტონამუშევრებს“, - წერია გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203