თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-11-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდნენ ილიკო გოგოლაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თათია ხაჩიძე, გოჩა თამაზაშვილი, ლუიზა მათიაშვილი, გიორგი ჯალიაშვილი, ერეკლე ფუტკარაძე, ნინო შუბითიძე, გიორგი მაჭარაშვილი და ვაჟა ქიმაძე, რომლებსაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. თათია ხაჩიძე და გიორგი ფუტკარაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლაგოდეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 71 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს