ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლე კობა ძაძამიამ ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა
29-11-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ, რაც სკოლისთვის ყოველთვის საამაყოა.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, კობა ძაძამიამ ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობა მიიღო.

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ ესეების კონკურსში, ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე სახელწოდებით - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდნენ.

მათ შორის, კი ერთ-ერთი გამარჯვებული ხუნწის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა ძაძამიაა, რომელიც შემდგომ ეტაპზე გადავიდა.

„მარტვილის რესურსცენტრი გილოცავთ შემდეგ ეტაპზე გადასვლას და მადლობას ვუხდით კომისიის მოწვეულ წევრებს: მარინე თოფურიასა და ოთარ დანელიას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203