ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩხეტიანმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა
29-11-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ, რაც სკოლისთვის ყოველთვის საამაყოა.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ ჩხეტიანმა ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობა მიიღო.

26 ნოემბერს, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ ესეების კონკურსში, ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე სახელწოდებით - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“, გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდნენ.

მათ შორის, კი ერთ-ერთი გამარჯვებული ინჩხურის საჯარო სკოლის ნიჭიერი და წარმატებული მერვეკლასელია, რომელიც კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203