დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის, ნაილი ოდიკაძის ხელმძღვანელობით საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
29-11-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგის, ნაილი ოდიკაძის ხელმძღვანელობით საინტერესო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კომპლექსური დავალება წარადგინეს.
„კომპლექსური დავალების თემა - „ჩონჩხი ძვლების შეერთების ტიპები“, სამიზნე ცნება - „ჯანმრთელობა და დაავადება“ - „სტრუქტურა და ფუნქცია“ იყო. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინეს ნახატები და ბუკლეტები, სადაც ხაზგასმით ჩანს რაში მდგომარეობს ადამიანის ჩონჩხის აგებულების თავისებურებები, ტანადობის დარღვევის ფორმები, მათი გამომწვევი მიზეზები და რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს