სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით სწავლობენ
29-11-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ანბანს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით სწავლობენ.

მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მათი დამრიგებელი გოჰარ ავაგიანი ზრუნავს.

იგი პირველკლასელებს საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროცესს მოსწავლეებიც ფეხს უწყობენ და ანბანს წარმატებით ეუფლებიან.

„ასოთა ცოდნა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ ეტაპზე არიან სკოლის პირველკლასელები. ასო „ა“ სომხური ანბანის პირველი ასოა, ის  ანბანის შესასვლელად ითვლება“,- წერს პედაგოგი გოჰარ ავაგიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203