მუხრანის N3 სკოლის მე-7 კლასში პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“ ჩატარდა
29-11-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასში „მოქალაქეობაში“ პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“ ჩატარდა. 

პროექტის ავტორმა, ნინო გერაძემ ბევრი იფიქრა თუ ვის შესახებ შეეძლო ესაუბრა პროექტში, ბოლოს კი ქართველი სპორტსმენის, შშმ პირთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულისა და ყოფილი სამხედროს -  თემურ დადიანის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. პროექტის განხორციელებაში მოსწავლეს პედაგოგი ეკა ამირაშვილი დაეხმარა.

იხილეთ ფაილი ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203