ეშტიის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „უფლება ცხოვრების საწინდარია“ ხორციელდება
29-11-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებული ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის - „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, პროექტის - „უფლება ცხოვრების საწინდარია“ განხორციელება დაიწყო. 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, 14 ნოემბერს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიწვეულმა ტრენერმა ნინო ნადირაძემ წარმართა. 

ტრენინგი დამსწრეთათვის საინტერესო აღმოჩნდა. 

„მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ და ბევრი ახალი ცოდნა მიიღეს. ეს ტრენინგი დაგვეხმარება ჩვენი მომდევნო სამუშაოების შესრულებაში. წინ კიდევ ბევრი საინტერესო სამუშაო გველის მოსწავლეებთან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203