საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგოებაშვილის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში იაკობ გოგოებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში, რომლის სახელწოდებაც „დაილოცოს დედა ენის შემოქმედი“ იყო, I-V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს და „იავნანამ რა ჰქმნას“ ერთ-ერთი ეპიზოდი გაითამაშეს.
მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნანული ხოზრევანიძე იყო.
„სკოლაში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „დაილოცოს დედა ენის შემოქმედი“.
მონაწილეობდნენ I-V კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს წიგნები დედა ენა და საბავშვო მოთხრობები. წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და როლურად გაითამაშეს „იავნანამ რა ჰქმნას“ ერთი ეპიზოდი“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: