ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაერთნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მრავაფეროავნი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ეზოში ნატვრის ხე მორთეს, გენდერული თანასწორობისა და ამ თემის გარშემო არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ამ ღონისძიებით ისინი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში ჩაერთნენ.
„ნატვრის ხე - ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“.
ნატვრის ხის იდეა ეძღვნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ნებისმიერი სახის ძალადობის და უსამართლობის აღმოფხვრას.
ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი იმედები, ოცნებები და სურვილები უკეთესი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ბიჭები და გოგონები, კაცები და ქალები ისარგებლებენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: