სათხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით „გააცილეს“
29-11-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგ კატია ჩახოიანის ხელმძღვანელობით, კუთხე მოაწყვეს, სადაც შემოდგომის ნობათი დაალაგეს. 

მეოთხეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და სპექტაკლი დადგეს. 

„სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი კატია ჩახოიანი. მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით ლამაზად მოაწყვეს კუთხე, სადაც დაალაგეს შემოდგომის ხილ-ბოსტნეული, მორთეს დარბაზი ფერად-ფერადი ფოთლებით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, დადგეს სპექტაკლი. ასევე იმღერეს, იცეკვეს და მხიარულად გააცილეს ოქროს შემოდგომა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203