„ნიჩბით შეიარაღებული ისტორია“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე კუტალაძემ არქეოლოგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართა
29-11-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე სალომე კუტალაძემ არქეოლოგიის შესახებ ისაუბრა. 

მან ცნობილი არექეოლოგებისა და მათი აღმოჩენების შესახებ ინფორმაცია თანატოლებს გააცნო.

სალომე კუტალაძემ სიტყვა არქეოლოგიისა და მისი წარმოშობის შესახებაც ისაუბრა.

„არქეოლოგია - ნიჩბით შეიარაღებული ისტორია. მერვეკლასელი სალომე კუტალაძე ოლიმპიური სიმშვიდით გვიმტკიცებდა თუ რა ფასდაუდებელი მიმართულებაა არქეოლოგია და ხოტბას ასხამდა ცნობილ არქეოლოგებს.
შლიმანი და ტროაო, კოლდევეი - ბაბილონიო,  პომპეი და საგვარჯილეო.
პლატონს (ძვ.წ 428-348)  „გამოუყენებია თურმე“ ეს სიტყვა პირველად, თუმცა ბაბილონის მეფე ნაბონიდიც ყოფილა ძვ.წ მე-6 საუკუნეში არქეოლოგიით გატაცებული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203