„თუ მეტს მოუმატებენ, უფრო კარგად და მეტს იმუშავებენ, სტიმული მიეცემათ“-ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ადმინისტრაციის ხელფასების 10%-ით ზრდის შესახებ
26-11-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მარეხ გიორგაშვილს აზრი მოვისმინეთ. 

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, ხელფასების მატება მისასალმებელია, თუმცა ეს თანამშრომლების წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის, რადგან ყველაფრის ფასი მაღალია. 

მარეხ გიორგაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი მოემეტებოდათ, რადგან ასე მათი მოტივაცია და მუშაობის ხარისხიც გაიზრდებოდა.

„ხელფასის მატება, კარგია, მაგრამ ეს იმდენი არ არის, რომ საკმარისი იყოს. ყველაფერი გაძვირებულია და ესაა პრობლემა. 10% არ არის ბევრი, მაგრამ ამასაც თუ მოუმატებენ, კარგი იქნება. სკოლის დარაჯს, ბიბლიოთეკას, ბუღალტერს, დამლაგებელს დაბალი ხელფასები აქვთ. თუ ამაზე მეტი შეუძლია სახელმწიფოს, უნდა მოუმატოს. პრობლემებს, რაც მათ აქვთ ეს 10% ვერ აღმოფხვრის. თუ მეტს მოუმატებენ, უფრო კარგად და მეტს იმუშავებენ, სტიმული მიეცემათ“,- ამბობს მარეხ გიორგაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203