ვარძიის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ბერიშვილი და თამარ ოკრიბელაშვილი კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
26-11-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ბერიშვილი და თამარ ოკრიბელაშვილი კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ვარძიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას!“,-ნათქვამია მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203