„მუსიკა და შემოქმედება“ - ჭელიაღელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
26-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის I, II და III კლასების ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა თემაზე - „მუსიკა და შემოქმედება“, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.
„წარმოგიდგენთ დაწყებითი კლასის (I, II და III კლასი) მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს თემაზე - „მუსიკა და შემოქმედება“, სადაც მათ მოახდინეს მუსიკის საგანში მიღებული ცოდნის ტრანსფერი. მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. მიზანი კი იყო ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, მოტივაციის ამაღლება და გამრავალფეროვნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს