„ზამთრის მთავარ აქსესუარს - თოვლს, საოცარი ჰარმონია შემოაქვს ადამიანის ცნობიერებაში“- დისველის საჯარო სკოლაში პირველი თოვლის მოსვლა აღნიშნეს
26-11-2021
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მოსწავლეებმა პირველი თოვლი იზეიმეს; ბავშვების მხიარულმა ჟრიამულმა არამხოლოდ სკოლის კედლები, არამედ პედაგოგების გულებიც გაახარა.
„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა.. ახალი წლის სიახლოვე ყოველთვის დიდ სიხარულს და ბედნიერებას გვმატებს. გვიმსუბუქებს ყოველდღიურ ყოფას და ცოტახნით გვაფერხებს ბავშვობის სამყაროში. ჩვენც გულჩვილი პატარებივით გვიხარია სახლის დეკორაციები და მორთულობა, მაგრამ ზამთრის მთავარ აქსესუარს - თოვლს, საოცარი წრფელი გულსავსე ჰარმონია შემოაქვს ადამიანის ცნობიერებაში. დისველში პირველმა თოვლმა დაგვათოვა ციდან და გაახარა პატარები; მათი ჟრიამული დასთამაშებდა სკოლის ეზოს და ეს ყველაფერი ზამთრის თეთრმა საბანმა მოგვიტანა, გაგვიმძაფრა.. სწორედ ამ წამიდან უფრო მეტად გამიმძაფრდა ახალი წლისადმი სიახლოვე. პირველ თოვლს გილოცავთ“, - წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს