დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმი“ გამართეს.
მოსწავლეებმა თემატურად გააფორმეს საკლასო ოთახი, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. პირველკლასელებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიებაში ყველა მოსწავლე ხალისით იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები: