შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-11-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ფუტკარაძე, ნიკოლოზ ბურჭულაძე, ლევან ბერძენიშვილი, ნანა მიქელაძე და სვეტა ძირკვაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სვეტა ძირკვაძეს, ნანა მიქელაძესა და ნიკოლოზ ბურჭულაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, ლუკა ფუტკარაძემ და ლევან ბერძენიშვილმა კი კონკურსის მე-2 ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203