„ადამიანისა და მცენარის კვლევა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
26-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასში (პედაგოგი ნათელა ბაზაძე, კლასის დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანი) კომპლექსური დავალების - „ადამიანისა და მცენარის კვლევა“ პრეზენტაცია გაიმართა.

კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა ადამიანისა და მცენარის საჭიროებები წარმოადგინეს, ვენის დიაგრამის მეშვეობით ვიზუალურად აჩვენეს რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და საჭიროებები აქვთ ადამიანსა და მცენარეებს. მათ ასევე შექმნეს მსგავსი დავალება და აირჩიეს ადამიანისა და ცხოველის საჭიროებები.

პრეზენტაციის შეჯამებისას მოსწავლეებმა მუშაობის დროს წამოჭრილ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთა დაძლევაში მათ მათემატიკისა და ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ჯიშკარიანი დაეხმარათ. ბოლოს კი შეფასება სოლო ტაქსონომიით მოხდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203