წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მადლიერების დღე აღნიშნეს
26-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ამერიკის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: I am speaking about you, America ჩატარდა.
ღონისძიების ჩატარების ინიციატივა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბ Albion -ს, მის ხელმძღვანელს ლელა მანდარიასა და კლუბის ლიდერს, მე-11ა კლასის მოსწავლეს თეკლა კიკატუნიძეს ეკუთვნოდათ.
მოსწავლეებმა ინფორმაციები ამერიკის ღირსშესანიშნაობების, დღესასწაულების, პოლიტიკური ფიგურების, ცნობილი ადამიანების შესახებ წარმოადგინეს.
მადლიერების დღეს უმეტესად აშშ-ში და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას მოსავლის აღების შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობენ . მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს