შემოდგომის დღესასწაული გორგაძეების საჯარო სკოლის პირველკლასელთა მუსიკის გაკვეთილზე
26-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა უხვი და ფერადი შემოდგომა მუსიკის გაკვეთილზე საზეიმოდ გააცილეს. „ბარაქიანი შემოდგომა“ - ასე დაარქვეს მოსწავლეებმა ამ მხიარულ გაკვეთილს.
მუსიკის მასწავლებლის სოფო გორგილაძის ხელმძღვანელობით პატარა მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შემოდგომის შესაფერისად მორთეს, ხილით და ტკბილეულით სავსე კალათებიც მოიმარაგეს.
პატარებს არც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა დავიწყებიათ, საზეიმოდ გამოწყობილებმა სიმღერები და ლექსებიც შეასრულეს და შემოდგომას ერთი წლით დაემშვიდობნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს