„ჩვენ გვიყვარს კითხვა“​ - საბეჭისის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი ფუნქციონირებს
26-11-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში 22 ოქტომბერს, მკითხველთა კლუბი - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ჩამოყალიბდა.

კლუბის შექმნის მიზანია: მეტყველების, წაკითხულის გაგება/გააზრების უნარის განვითარების ხელშეწყობა.

კლუბი იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ორშაბათობით. კლუბის კურატორი: ნანული ხოზრევანიძე გახლავთ.

„კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს და უყურებენ თემის შესაბამის ფილმს. ბავშვებმა წაიკითხეს პეპი გრძელიწინდა და უყურეს ფილმს.

არაჩვეულებრივი გარემო და საინტერესო წიგნები ბავშვებს დახვდათ სკოლის მიერ მოპოვებული და განხორციელებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტს - „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა სასკოლო პროექტის განხორციელებისთვის რევაზ აბუსელიძეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203