ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ჟუღუს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით „გააცილეს“
26-11-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ჟუღუს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და შემოდგომა საზეიმოდ გააცილეს.
ღონისძიებას სახელწოდებით „შემოდგომის გაცილება“ მაკა ჩალიგავას, ეკატერინე ქვარცხავა და მაია ჩიქოვანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში საინტერესო და ლამაზი შემოდგომის ინსტალაციები წარმოადგინეს, ამოავლეს ჩურჩხელები და ლექსებით და სიმღერებით გააცილეს შემოდგომა.