„მოსწავლეები „ეტალონის“ დაწყებას ყოველწლიურად სიხარულით ელოდებიან“-ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში დიდი ინტერესით ჩაერთნენ
26-11-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩვენი მოსწავლეები „ეტალონის“ დაწყებას ყოველწლიურად სიხარულით ელოდებიან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203