ჭალადიდის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ღია გაკვეთილები ტარდება
26-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლაში ღია გაკვეთილები ტარდება, რომელშიც მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ერთნაირი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ქიმიის ექსპერტს უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი ნონა ღვინჯილიაა.

„ჭალადიდის სკოლაში დიდი შემართებით აიღო სტარტი - „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ჩატარებულმა ღია გაკვეთილებმა, რომელიც დატვირთულია როგორც ინფორმაციულად ასევე მოსწავლის მიერ შექმნილი უამრავი თვალსაჩინოებებით; ამ ყოველივეს არც მერვე კლასის მოსწავლეები ჩამორჩებიან და პროექტის ფარგლებში ნონა ღვინჯილიამ და ცელქმა, მოუსვენარმა, ხმაურიანმა მერვე კლასმა ქიმიის ექსპერტს უმასპინძლეს; საოცრად საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა და ქალბატონმა ელისომ უდიდესი კმაყოფილებით დატოვა ჭალადიდის სკოლა. მადლობა ბავშვებო რომ თავიც გამოიჩინეთ და ჭალადიდის სკოლაც ასახელეთ. გისურვებთ წარმატებებს სამომავლოდ ნონა მასწავლებელთან ერთად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203