ლექსებითა და ნამუშევრებით გადმოცემული პატრიოტული სულისკვეთება და სამშობლოს სიყვარული - ჭალადიდის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი ღონისძიება
26-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-2 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ფერადი ცარცების დახმარებით ძალიან ლამაზი და შინაარსობრივი ნახატები შეასრულეს. პატარა და მონდომებულმა მოსწავლეებმა ნამუშევრები სამშობლოს სიყვარულს მიუძღვნეს და საქართველოზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი ლუიზა ფირცხალავაა.