დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
26-11-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად შემოდგომისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილე თითოეული ბავშვი დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. ნიჭიერმა მოსწავლეებმა საშემოდგომო ყვავილებისგან ულამაზესი თაიგულებიც შექმნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.