მეორე ობჩის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, თორნიკე გაჩეჩილაძეს დირექტორმა ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადასცა
26-11-2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, თორნიკე გაჩეჩილაძეს დირექტორმა, ნაილი მესხმა კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თორნიკეს დაჯილდოების ცერემონიას სკოლის პატარა და ნიჭიერმა პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს თორნიკეს; უსურვებს წინსვლას და  კიდევ ბევრ წარმატებებს.  პირველკლასელებმა თორნიკეს წარმატებას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს ამით კიდევ უფრო გაალამაზეს დღევანდელი დღე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203