ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასში შემოდგომა ღონისძიებით „გააცილეს“
26-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მზევინარ საგინაძის ხელმძღვანელობით ფერადი შემოდგომა გააცილეს.

სკოლის მე-4 კლასში ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა შემოდგომის ლამაზ ფერებს განსაკუთრებული ღონისძიება მიუძღვნეს. თემატურად გაალამაზეს საკლასო ოთახი და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

„მე-4 კლასის დამრიგებელმა მზევინარ საგინაძემ მოსწავლეებთან ერთად ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები მოაგროვეს, დაამზადეს თაიგულები, რომელიც მე-4 კლასის გოგონებს ამშვენებდათ; ასევე, საინტერესოდ და ლამაზად მოაწყვეს საკლასო ოთახი, წაიკითხეს შემოდგომასთან დაკავშირებით სიტყვები და ლექსები, ამოავლეს ჩურჩხელები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203