ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსის ფინალისტები გახდნენ
25-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსის ფინალისტები გახდნენ, რისთვისაც მათ სკოლისგან შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

გასულ სასწავლო წელს ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მეწარმეობის საფუძვლების განვითარებას გულისხმობდა.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც პედაგოგი მადონა ჩარგეიშვილი ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებმა მცირე კომპანიებიც შექმნეს და საერთაშორისო კონკურსის ფინალისტებიც გახდნენ.

მოსწავლეებსა და მასწავლებელს წარმატება სკოლის დირექტორმა ვერიკო ბენიძემ საჯაროდ მიულოცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203