მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ბურჯანაძემ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ღია ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლე, ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ბურჯანაძე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში III ადგილის მფლობელი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონის ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ღია ტურნირი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-21 ნოემბერს თბილისში გაიმართა.
სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლით და ულოცავს მას ასეთ დიდ წარმატებას.