ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის 15 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
25-11-2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: თორნიკე აბულაძე, გივი გულია, ვანო გულუა, მარიამ  გულუა, ალექსანდრე შენგელია, დილარ შენგელია, ცოტნე შენგელია, ვერიკო შენგელია, მარიამ ჩიქოვანი, ბექა ცირამუა, მათე ცქვიტიშვილი, შალვა ჭანტურია, ესმა ბაძაღუა, მარიამ გულორდავა და მარიამ გულუა. 

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშც წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203