ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს
25-11-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელმა, ლამარა შავაძემ მოსწავლეებს, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში ექსკურსია მოუწყო, სადაც  ქართველი ისტორიკოსის  და საზოგადო მოღვაწის  მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო.

ექსკურსიაზე მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები დაეხმარა მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას,  ხელი შეუწყო სწავლის მოტივაციას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა დამრიგებლის ორგანიზებით მოწყობილი ექსკურსია.

„კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც – ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას, სწორედ ამ უნარების გამომუშავებას ემსახურებოდა ჩვენი ექსკურსია სახლ-მუზეუმში“, - აღნიშნა მასწავლებელმა ლამარა შავაძემ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203