ტყემლანის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - თამარ ბიტიაშვილს და ანა კომახიძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
25-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის მედალოსან კურსდამთავრებულებს - თამარ ბიტიაშვილს და ანა კომახიძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

სკოლის დირექცია წარჩინებულ კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„გილოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას! კიდევ მრავალი წარმატებით გესახელებინოთ თქვენი სკოლა. გვეამაყებით!“,- ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203