„პროფესიის დღე“ - პროექტ-გაკვეთილი ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში
25-11-2021
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე „პროფესიის დღე“ პროექტ-გაკვეთილი ჩაატარეს.

მე-3 კლასელებმა მასწავლებლის ფატმან კლდიაშვილის დახმარებით გაკვეთილი წარმატებულად წარმართეს, მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების როლი და ჩაცმულობა მოირგეს, პრეზენტაციებში კი დაწვრილებით ისაუბრეს მათ შესახებ.

ექიმი, მასწავლებელი, მეხანძრე, მეეზოვე, მაშველი, მსახიობი - ეს იმ პროფესიების ნაწილობრივი ჩამონათვალია, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დამსწრეებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

საბოლოოდ მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ თითოეული პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა სრულფასოვანი საზოგადოების არსებობისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203