წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ თავისი სამეზობლოს შესახებ კომპლექსური დავალება ინგლისურად შეასრულა
25-11-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტურად დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლაში ინგლისურ ენაზე კომპლექსური დავალება შესრულდა. დავალების თემა იყო My ideal neighborhood. მოსწავლემ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა თავისი სამეზობლო და საცხოვრებელი უბანი. გარდა ამ ინფორმაციისა, მოსწავლეს პრეზენტაციაში ეწერა თუ თხრობისას ინგლისური ენის რომელი დროები გამოიყენა.

კომპლექსური დავალება შესრულებული იყო როგორც ფურცელზე, ასევე მოწოდებული იყო ელექტრონულადაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203