თბილისის N37 სკოლის დირექტორმა პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა
25-11-2021

თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორმა ლარისა მელაძემ პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. 

დირექტორმა პედაგოგებს თამარ ჩხაიძეს, ანა მურაჩაშვილსა და ნათია მესხს სერტიფიკატები გადასცა და ეს დიდი წარმატება მიულოცა. 

მთელი სკოლა, მათ შორის დირექცია, ამაყობს ამ პედაგოგებით და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს მათ და უსურვებს უწყვეტ პროფესიულ სვლას წარმატებისაკენ“,- წერს სკოლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203