ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პრეზენტაცია გამართა
25-11-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-3 კლასის  მოსწავლემ, ანა მეფარიძემ ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა.

მოსწავლემ ხაზი გაუსვა, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის გასაღები ჩვენივე ხელშია, რისთვისაც პირველ რიგში აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და სუფთა გარემოა.

„არ მიირთვათ ცხიმიანი საკვები და გაზიანი სასმელები, იმოძრავეთ ბევრი“, - ასეთია ანა მეფარიძის მოწოდება, რათა დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203