„ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორია“-ტოლერანტობის კვირეული ჩიბათის საჯარო სკოლაში
25-11-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
„24 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. დღეს ჩვენი ამოცანაა გავამყაროთ ეს ტრადიცია და ამ საფუძველზე დავაშენოთ მომავალი, სადაც ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენი ხედვა - „მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაცია“ ითვალისწინებს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას, რაც სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს