რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ.
შეხვედრას, რომლის მიზანიც ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, სალომე სოხაძე უძღვებოდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„რაჭის ახალგაზრდულმა ასამბლეამ დაიწყო თანამშრომლობის მეორე ეტაპი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან.
ასამბლეა ჩაერთო ჩეხეთის კარიტასის პროექტში „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, რომელიც ფინანსდება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სუფთა სოფლის კონცეფციის გასავითარებლად“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: