თბილისის N118 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
25-11-2021

თბილისის N118 საჯარო სკოლის 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 


სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები არიან: ანი ნანავა, გიორგი წიკლაური, გიორგი გარაევი, ილია ბართია და მარიამ მაჭარაშვილი, ვერცხლისმედალოსანი კი - ქეთევან მღებრიშვილი. 

სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„კურსდამთავრებულებს გადაეცათ მედლები - 5 ოქროს და 1 ვერცხლის! გილოცავთ, წარმატებულ მომავალს გისურვებთ“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203