ლენჯერის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
25-11-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხილი მედლები გადაეცათ.

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: ბერდია მერლანი, ნინო ფილფანი, გიორგი შუკვანი და თეკლე შუკვანი.

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს“,- წერს სკოლა. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203