ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის გუნდური ოლიმპიადის დასკვნით ტურში წარმატებით გადავიდნენ
25-11-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის გუნდური ოლიმპიადის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს. 

 V-VI მოსწავლეების გუნდმა „სამშობლომ“, რომლის წევრებიც დემეტრე ოქროპირიძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ნუცა გათენაძე, ცოტნე გაბაიძე და ალეკო დუმბაძე არიან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დასკვნით ტურში გადავიდნენ. 

ასევე წარმატებას მიაღწია და ისტორია-სამოქალაქო განათლების დასკვნით ტურში გადავიდა VI-IX კლასის მოსწავლეების გუნდი „საფიხვნო“. გუნდის წევრები არიან: დავით რომანაძე, ანანო ხინიკაძე, გიორგი გელაძე, ნინი რომანაძე და გვანცა კაჭახმაძე.

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და წარმატებას უსურვებს.

„აჭარის გუნდური ოლიმპიადის პირველი ტური ჩვენი სკოლის V-VI მოსწავლეების გუნდმა „სამშობლომ“ (გუნდის წევრები: დემეტრე ოქროპირიძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ნუცა გათენაძე, ცოტნე გაბაიძე, ალეკო დუმბაძე ; გუნდის ხელმძღვანელი: ნ. კოჩალიძე) ქართულ ენასა და ლიტერატურაში და VI-IX კლასის მოსწავლეების გუნდმა- „საფიხვნო“ (წევრები: დავით რომანაძე, ანანო ხინიკაძე, გიორგი გელაძე, ნინი რომანაძე, გვანცა კაჭახმაძე - გუნდის ხელმძღვანელი: ნ. კოჩალიძე) ისტორია-სამოქალაქო განათლებაში წარმატებით გადალახეს და გადავიდნენ დასკვნით ტურში. სკოლის დირექცია და პედაგოგები „სამშობლოსა“ და „საფიხვნოს“ ვულოცავთ პირველი ტურის ღირსეულ შედეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს ფინალურ ეტაპზე“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203