„ეს არის პატივისცემა წინაპრებისა, რომელიც უნდა ვასწავლოთ პატარებს“-ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის საფლავი დაასუფთავეს
25-11-2021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ვაჟა-ფშაველას შვილის, თამარის საფლავი მოძებნეს და დაასუფთავეს. 

როგორც სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი წერს, იდეის შესახებ პედაგოგები ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორსა და თიანეთის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის დირექტორს ესაუბრნენ. 

დირექტორი სოფელ მაგრანეთის მკვიდრ, ივანე ბეწუკელსა და დედამისს საფლავის მოძებნაში დახმარებისთვის მადლობას უხდიან.

„ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრებო, ვერასდროს ვერ მოიქცევა ადამიანი ყველას მოსაწონად, ზოგს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ არ გვინდა დავკარგოდ ის უწინდელი ხალისი. წელიწადია დაგეგმილი გვქონდა პროექტი - მოგვეძებნა ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის, თამარის საფლავი, მოგვენახულებინა, დაგველაგებინა, რომელიც აქვე ჩვენს რაიონში სოფ. მაგრანეთის სასაფლაოზე განისვენებს.

სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით, სურვილი კი დიდი გვქონდა, მაგრამ ამ ჩვენი ძნელბედობის ჟამს გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ეს პროექტი (ეს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპია). ამის შესახებ ვესაუბრეთ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორს მ. გოდერძიშვილს და თიანეთის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის დირექტორს ც. გაბიდაურს, რათა ერთობლივი ღონისძიების საფუძველი გამხდარიყო ჩვენი იდეა. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი მადლი და პატივისცემა ჩვენი წინაპრებისა, რომელიც უნდა ვასწავლოთ ჩვენს პატარებს.
აქვე მინდა მადლობა გადაუხადოთ ამ სოფლის მკვიდრს, ივანე ბეწუკელს და დედამისს ქალბატონ დარეჯანს, რომლებიც დაგვეხმარნენ საფლავის მოძიებაში“,- წერს სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203