„ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა მოგვწონს“- მარტინ ხოცანიანი, აბულის საჯარო სკოლის დირექტორი
25-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალში წარმატებით მუშაობენ.
როგორც სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი ამბობს, თავიდან იყო ხარვეზები, თუმა ახლა უკვე შეეჩვიენ მუშაობას და წარმატებით ართმევენ თავს.
მარტინ ხოცანიანი ასევე შეეხო სკოლაში ამჟამად არსებულ ვითარებასაც. მისი თქმით, პანდემიის გამო, სკოლის მოსწავლეები რაღაც პერიოდის განმავლობაში იზოლაციაში იყვნენ. ახლა უკვე დასწრებითად სწავლობენ.
„ელექტრონული ჟურნალი მოგვწონს, იყო ხარვეზები, მაგრამ უკვე მოგვწონს და მივეჩვიეთ მუშაობას“,- ამბობს სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს