ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს
25-11-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. 

სკოლის მასწავლებლები კი სიახლეებსა და გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებიან, მათ შორის წარმატებით აწარმოებენ ელექტრონულ ჟურნალს. როგორც სკოლის დირექტორი ნინელი ანანიაშვილი ამბობს, თავიდან იყო პრობლემები, თუმცა აღმოფხვრეს. 

„რაც სწავლა განახლდა, მას მერე დასწრებული რეჟიმით სკოლაში ვართ. აქტივობებს, უსაფრთხოების მიზნით, ძირითადად, არ ვატარებთ. პედაგოგები არიან ვაქცინირებულნი. ელექტრონულ ჟურნალს რაც შეეხება, მივეჩვიეთ და ვმუშაობთ“,- ამბობს სკოლის დირექტორი ნინელი ანანიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203