დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
25-11-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეები ჩემპიონატის მეორე ეტაპზეც გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
განსაკუთერებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი მონაწილე ლიზი შარაშიძე მუნიციპალიტეტის ყველაზე რეიტინგულ მოსწავლეთა ათეულში მოხვდა. მან 63 ქულა 07:37 წუთში დააგროვა და რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა. 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს