თბილისის N9 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ.
მთელი სკოლა და განსაკუთრებით პედაგოგი ნინო ჭავჭავაძე, რომელიც ამ კლასის დამრიგებელი იყო, კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას ულოცავს.
„საამაყოა, როცა შენს სკოლას, შენს სადამრიგებლო კლასს ჰყავს მედალოსნები თქვენი სახით. მადლობა ყველას. თქვენი ბედნიერებისთვის ღირდა ლოდინად, გილოცავთ და გლოცავთ“,- წერს პედაგოგი ნინო ჭავჭავაძე.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: