ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ
25-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ. 

ისინი ბაღში პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი გარემოს შესახებ ისაუბრეს და თავიანთი ხელით ყვევილები დარგეს.
 
„I კლასი ესტუმრა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს. (მასწავლებელი მ. მაღლაკელიძე).
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის ტერიტორია, ესტუმრნენ ორანჟერეას, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყვავილები მოინახულეს. პატარებმა საკუთარი ხელებით დარგეს ყვავილები ქოთნებში. ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს და როგორ დავიცვათ ის განადგურებისაგან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203