ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, წყლის ბორბლის მოდელები შექმნეს
25-11-2021

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-8ე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს. მერვეკლასელებმა წყლის ბორბლის მოდელები დაამზადეს და კრეატიული ნამუშევრები აუდიტორიას წარუდგინეს. 

მოსწავლეთა პედაგოგი ქეთევან ბასილაძე გახლავთ. 

„ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებულ ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მე-8 ე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ფიზიკაში, რომელიც არის მესამე თაობის ესგ-ის ერთ-ერთი აუცილებელი სეგმენტი. დავალების პირობის მიხედვით მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ წყლის ბორბლის მოდელი, შეესწავლათ მისი მოქმედების პრინციპი, და დაეკავშირებინათ ენერგიის მუდმივობის კანონთან. მოსწავლეთა ნამუშევრებმა მოლოდინს გადააჭარბა. მათ აუდიტორიას წარუდგინეს განსხვავებული და კრეატიული მოდელები და მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაციები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203